Wednesday, October 14, 2015

თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღე


31 მაისი თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღეა.ყოველწლიურად, 31 მაისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორი ორგანიზაციები აღნიშნავენ დღეს „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“. ამ დღის აღსანიშნავად კიდევ ერთხელ ხდება თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების ხაზგასმა და თამბაქოს მოხმარების შემცირებისაკენ მიმართული ეფექტური პოლიტიკის განხორციელების ადვოკატირება. თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში ერთადერთი ყველაზე უფრო თავიდან აცილებადი სიკვდილის მიზეზია, თუმცა ამჟამად მსოფლიოს მოსახლეობის სიკვდილობის 10% სწორედ ამ მიზეზითაა გამოწვეული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში თამბაქოსაგან გამოწვეული
დაავადებებით ყოველწლიურად 9 000-დან 11 000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3 000-მდე პასიური მოწევის მსხვერპლია. ყოველწლიურად იყიდება 10 მილიარდი ღერი (0.5 მილიარდი კოლოფი), რაც დაახლოებით 0.58 მილიარდ ლარს შეადგენს.

No comments:

Post a Comment