Sunday, October 11, 2015

თამბაქო და მოზარდები

                                             
თამბაქო უამრავი წელია ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის ნიკოტინს, ძალიან ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით სიგარეტის აკრძალვა დაიწყეს, განსაკუთრებით კი-მოზარდებში. ბოლო ხანებში   ძალიან ბევრი მოზარდი გახდა დამოკიდებული ნიკოტინზე

რის გამო იწყებენ ახალგაზრდები მოწევას? რა თქმა უნდა, არა ერთი მიზეზი და საბაბი არსებობს. ზოგი ინტერესის გამო, ზოგს ჰგონია, რომ თავის ყოფით პრობლემებს  სიგარეტითაგვარებსდა ნერვულ სისტემას იმშვიდებს, ზოგი საკუთარი თავისა  და ღირებულებების დამკვიდრებას ცდილობს. ამ დროს კი დაფასოებულ სიგარეტს ერთგვარიპიარწარწერაამშვენებს : „მოწევა კლავს“.
    არავინ დალევს ფინჯნიდან სითხეს, რომელსაც მსხვილი ასოებით აწერია – „კლავს”. სამაგიეროდ, სიგარეტის კოლოფზე მსგავსი შინაარსის წარწერას მილიონობით ადამიანი არიდებს თვალს. ყველა მწეველმა იცის, რომ მოწევა ორგანიზმისთვის საზიანოა. მნიშვნელობა არ აქვს ბრენდს, სიგარეტის არომატსა თუ სიმსუბუქეს, ყოველი შეკვრა აფრთხილებს მომხმარებელს – „მოწევა სერიოზულ ზიანს გაყენებთ თქვენ და თქვენ ირგვლივ მყოფთ” „მოწევა კლავს”, „მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას”, „მწეველები ადრე კვდებიან”...
მეცნიერები დიდი ხანია მივიდნენ დასკვნამდე, რომ  მოზარდებში სასუნთქი სისტემის  ჩივილები მოწევის შედეგიათმის ცვენა, კატარაქტა, ნაოჭები, სმენის დაქვეითება, კანის კიბო, კბილების დაკარგვა, ფილტვის კიბო, ოსტეოპოროზიგულის დაავადება, კუჭის წყლული,საშვილოსნოს კიბო ,დეფორმირებული სპერმა, არტერიებისა და ნერვების ანთება(ბერგერის დაავადება) - ეს იმ დაავადებათა მცირეოდენი ჩამონათვალია, რომლებსაც სწორედ თამბაქო იწვევს.


თუმცა, თამბაქო ერთერთი ლეგალურად გაყიდვადი პროდუქტია, რომელიც გარანტირებულ ზიანს აყენებს მის გამომყენებელ ადამიანს. საშუალო სტატისტიკური მწეველი 13–14 წლით ნაკლებს ცხოვრობს არამწეველზე. ყოველ ადამიანზე, რომელიც მოწევის გამო გარდაიცვალა, მოდის 20 მწეველი, რომელთაც სერიოზული დაავადებები აწუხებთ. ყოველი მოწეული სიგარეტი ცხოვრების ხანგრძლივობას 5 წუთითა და 30 წამით ამცირებს.
ბევრ ქვეყანაში მოზარდები 15 წლის ასაკიდან იწყებენ მოწევას.მოზარდები თამბაქოს, როგორც წესი, ჩუმად და უცხო თვალისაგან მალულად ეწევიან. ამიტომ სწრაფად ისუნთქავენ ბოლს. ასეთ დროს კი თამბაქოს კვამლში მავნე ნივთიერებები უფრო მეტია (ნელი მოწევისას კვამლში ნიკოტინის დაახლოებით 20% გადადის, ხოლო სწრაფი მოწევიას – 40%-ზე მეტი). ყველაზე მეტ შხამს სიგარეტის ბოლომდე მოწევის შემთხვევაში ჩავისუნთქავთ.
როგორც გერმანელი მეცნიერთა კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც მოწევას მოზარდობის პერიოდში იწყებენ (ასეთი კი მწეველთა 70%-ია), 20-25 წლით უფრო ადრე იღუპებიან, ვიდრე ისინი, ვისაც არასოდეს მოუწევიათ.
????????????????????????????????????????????
იმისთვის, რომ მოზარდამა სიგარეტი იშოვოს, ამისთვის სხვადასხვა საშუალება არსებობს.
 პირველი- ეს არის მისი ყიდვა. მოზარდი უმეტესწილად ფულს მშობელს თხოვს. იგი შვილს საჭმლის საყიდელ ფულს ატანს სკოლაში, ბავშვი კი ამ ფულს სიგარეტში ხარჯავს, რითაც საკუთარ ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის.
არსებობს კიდევ ერთი საშუალება : თუ მოზარდმა ვერ იშოვა ფული და ვერც სიგარეტი, მაშინ ის  ცუდ გზას დაადგება- შეიძლება იქურდოს კიდევაც, ოღონდ თავისი სურვილები და მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს.
 სიგარეტი დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია...
ძალიან ბევრ სავაჭრო პუნქტში არის გამოკრული წარწერა “18 წლამდე სიგარეტს და ალკოჰოლს არ მივყიდით”, თუმცა ვინ უყურებს ამას. დღესდღეობით, საქართველოში, ამ კანონის შემსრულებელი დაწესებულება  პრაქტიკულად არ არსებობს. გამყიდველებმა ოღონდ რამე გაყიდონ და 3 წლის ბავშვსაც მიჰყიდიან სიგარეტს.
  აუცილებელია, რომ უფრო მკაცრად გაკონტროლდეს არასრულწლოვნებზე ალკოჰოლის და სიგარეტის მიყიდვა, მაგრამ ამასთანავე ეს ძალიან რთული იქნება. სწორედ ამიტომ თვითონ გამყიდველებმა და მაღაზიის მეპატრონეებმა უნდა შეიგნონ ეს ყველაფერი. დიახ, საქართველოში უკვე არსებობს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ალკოჰოლისა და თამბაქოსაგან, მაგრამ ეს არ კმარა, უფრო უნდა გამკაცრდეს კონტროლი.
უნდა გვახსოვდეს! თამბაქოს მოწევის დაწყება ადვილია, ხოლო თავის დანებება, გადაჩვევაძალიან ძნელი. იცოდეთ, ამ მავნე ჩვევით თანდათან ინადგურებთ ჯანმრთელობას. არ მოსწიოთ თამბაქოამით თავიდან აიცილებთ ძალიან საშიშ  დაავადებებს.


No comments:

Post a Comment