Monday, October 12, 2015

თამბაქოს წევის ისტორია

     
ალბათ, საინტერესოა გავეცნოთ ამ მრავალწლოვანი მცენარის-თამბაქოს წევის ისტორიას, თუ საიდან მომდინარეობს ეს მავნე ჩვევა და როგორი იყო საზოგადოების შეხედულებები მასთან დაკავშირებით საუკუნეების მანძილზე.

თამბაქოს წევის ისტორია
ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე(ძვ.. V .) აღნიშნავს, რომ სკვითები და აფრიკის უძველესი მცხოვრებნი ეწეოდნენ რაღაც მცენარეს და მის ბოლს ისუნთქავდნენ, უძველეს ჩინურ სურათებზე გამოსახულია ჩიბუხები, რომლებიც იხმარებოდა მცენარეთა ბოლის ჩასასუნთქად...
თამბაქოს სამშობლო ამერიკაა. ცენტ. და სამხ. ამერიკის მიწაზე ამ მცენარის მრავალი სახეობა იზრდება. აქ დახვდა თამბაქო 20-30 ათასი წლის წინ აზიიდან გადმოსახლებულ ხალხს.
თავდაპირველად თამბაქოს ეწეოდნენ თავმომაბეზრებელი კოღოსა  და ქინქლას მოსაგერიებლად , შემდეგ კი შეეეჩვივნენ თამბაქოს ბოლს და ნამდვილ მწეველებად იქცნენ.
ძველ ამერიკაში თამბაქოს ზებუნებრივ თვისებებს მიაწერდნენ. მას წვავდნენ მარადიულ სამსხვერპლო ცეცხლში კეთილი ღმერთების სადიდებლად და ავი სულების საამებლად. აცტეკთა ქურუმები თამბაქოს მცენარით მორთავდნენ თავიანთ სამლოცველოებს, ბოლით კი თავს იბრუებდნენ, რათა ღმერთებთან კავშირი დაემყარებინათ. როდესაც ომგადახდილი ლაშქარი ტენოჩტიტლანში ბრუნდებოდა, უხუცესებს მოჰქონდათ ტაფები მხრჩოლავი თამბაქოთი და  ბოლს უკმევდნენ გამარჯვებულ მხედართმთავარს.
თამბაქოს თესლი ევროპაში შემოიტანა კოლუმბის მეორე ექსპედიციამ, რომელმაც 1493-96 წლებში ამერიკის ნაპირებთან კუნძული ჰაიტი დაიპყრო. ამ დროიდან თამბაქოს რგავდნენ ესპანეთის ბაღებში, როგორც ლამაზ დეკორატიულ მცენარეს. 1560 წელს საფრანგეთის ელჩმა ლისაბონში ჟან ნიკომ გამოუგზავნა საფრანგეთის დედოფალს ეკატერინე მედიჩის ამერიკიდან მიღებული ახალი წამალი-თამბაქო. თამბაქო საფრანგეთსიც დარგეს. მცენარეს დაერქვა ნიკოციანას ბალახი(აქედან წარმოდგება ნიკოტინის სახელი).
თავდაპირველად მიიჩნევდნენ, რომ თამბაქო მრავალი დაავადებისგან განკურვის საშუალება იყო. მაგრამ მიუხედავად მრავალი ცდისა, ვერც ამერიკის მკვიდრთა მრავალსაუკუნოვანმა დაკვირვებამ და ვერც ევროპელთა 300 წლის გამოცდილებამ ვერ დაადასტურა მითი თამბაქოს სამკურნალო თვისებების შესახებ. ამის საფუძველზე ოფიციალურმა მედიცინამ უარი თქვა თამბაქოსა და ნიკოტინზე ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში...
თამბაქოს ისტორია ამით არ დამთავრებულა. XVI საუკუნის ბოლოს თამბაქოს წევა დაიწყეს ინგლისში, XVII საუკუნეში საფრანგეთში. 1618-1648 წწ თამბაქოს წევა გავრცელდა გერმანულ სახელმწიფოებსა და ავსტრიაში. თურქეთში და ირანში თამბაქო გაჩნდა XVI საუკუნის მიწურულში და გავრცელდა XVII საუკუნის პირველ ნახევარში. XVII საუკუნეში თამბაქომ მიაღწია შორეულ ინდოეთს, ინდონეზიას, იაპონიას და წყნარი ოკეანის კუნძულებს. რუსეთში XVII საუკუნეშივე სცოდნიათ თამბაქოს წევა, პირველი თამბაქოს პლანტაცია უკრაინის მიწაზე 1612 წელს მოუშენებიათ.
ადრევე შემოსულა თამბაქო საქართველოში. გვიანფეოდალური ხანის ნაქალაქარებსა და ნასოფლარებში აღმოჩენილია გამომწვარი კერამიკის სხვადასხვანაირი ჩიბუხები და ყალიონები.თამბაქო გვხვდება სულხან-საბა ორბელიანის სიტყვის კონაში“(თამბაქო სხვათა ენაა, ქართულად გლარჯა ჰქვია“). ვახუშტი ბაგრატიონის წიგნში აღწერა სამეფოსა საქართველოისანათქვამია, რომ თამბაქოს აშენებდნენ ქვემო ქართლში, დებედეს ხეობაში.
პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ იოჰან გულდენშტეტის 1772 წლის ცნობით, თამბაქოს ხონშიც აშენებდნენ.

     

No comments:

Post a Comment