Sunday, October 11, 2015

ორსულობა და თამბაქო

მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტის მოწევა საზღვარგარეთის მოსახლეობის უდიდესმა პროცენტმა მიატოვა,საქართველოში იგივე ტენდენცია, სამწუხაროდ, არ შეინიშნება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ, ვინაიდან არამწეველები უმცირესობაში არიან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), უწევთ პასიური მწეველის ამპლუაში ყოფნა, რაც ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საზიანოა.თამბაქოს და მისი ნაწარმის მოხმარება დამოკიდებულების ძალიან ფართოდ გავრცელებული ფორმაა. 
სამწუხაროდ,  საზოგადოების უდიდესი ნაწილი თამბაქოს მოხმარებას და მისგან გამოწვეულ შესაძლო უარყოფით შედეგებს არასერიოზულად აღიქვამს. განსაკუთრებით საგანგაშოა მწეველი  ქალების რიცხვის მატება, რასაც მოწმობს უახლესი კვლევების შედეგები –  მწეველ ქალთა რიცხვი ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთად გაიზარდა და 32%-ს მიაღწია.ანსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თამბაქოს მოხმარების ფაქტი ორსულ ქალთა მიერ.ორსულობა ქალის ცხოვრების მეტად საპასუხისმგებლო პერიოდია, ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემოს შექმნა.ექიმები ყოველთვის ცდილობენ დაეხმარონ ქალს ჯანმრთელი ბავშვის დაბადებაში. მათ ორსულობისას ქალის სხვადასხვა დაავადების კონტროლი შეუძლიათ,  მაგრამ ექიმები უძლურები არიან, როდესაც ქალი ორსულობის პერიოდში სიგარეტს ეწევა. მიჩნეულია, რომ მოწევა ერთ-ერთი უარყოფითი და მავნე ფაქტორია ნაყოფის სწორად განვითარებისთვის.  მოწევის შედეგები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს.
თამბაქოს კვამლის ზემომედება ემბრიონზე ან ნაყოფზე შეიძლება გამოუსწორებელი შედეგებით დასრულდეს.  რსული და თამბაქო სრულიად შეუთავსებელია ერთმანეთთან - ეს ცნობილია არა მარტო ჩვენთვის, არამედ - თითოეული ორსულისთვისთუმცა შეიძლება არ იცით, რომ ორსულობის პერიოდში თამბაქოს მოხმარების შედეგად იზრდება შემდეგი გართულებების რისკი, რომელიც მოცემულია დიაგრამით.



                    რატომაა საშიში სიგარეტის მოწევა ორსულობის დროს?

 
სიგარეტის კვამლი შეიცავს 4 000- ზე მეტ  ქიმიურ ნივთიერებას, როგორებიცაა: ციანიდი, ტყვია და ყველაზე საშიში -ნიკოტინი და მხუთავი აირი. სწორედ ეს ნივთიერებები იწევს ნაყოფის ყველა ანომალიასნიკოტინი და მხუთავი აირი ამცირებს ნაყოფთან ჯანგბადის მიწოდებას, რაც იწვევს ნაადრევ მშობიარობას, ჩვილის პატარა წონას ან სულაც მკვდარშობადობას. ნიკოტინი ავიწროვებს სისხლძარღვებს, მათ შორის- ჭიპლარის სისხლძარღვებსაც, რაც ბავშვთან ჟანგბადის მიწოდებას აფერხებს. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი ლერწმისოდენა ჩხირიდან ძლივს სუნთქავს. წითელი სისხლის უჯრედებს  მწეველი დედის ორგანიზმში არა მარტო ჟანგბადის მოლეკულები , არამედ მხუთავი აირისაც გადააქვსანუ ბავშვს ამ შევიწროვებული მილიდან საჭიროზე ნაკლები
ჟანგბადი მიეწოდება, რომელსაც  მომწამვლელი მხუთავი აირი ახლავს.თამბაქოს კვამლის ტოქსიური კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტის ბარიერს. ფერხდება ნაყოფის განვითარებისთვის აუცილებელი ჟანგბადის მიწოდება, რაც აბრკოლებს მის ნორმალურ განვითარებას. ამიტომაა, რომ თამბაქოს მომხმარებელ დედას 200-250-ით ნაკლები წონის ახალშობილი ებადება. რაც უფრო მეტ თამბაქოს მოიხმარს ორსული ქალი, მით უფრო მცირე მასისაა ახალშობილი. თუ ქალი თამბაქოს მოხმარებაზე უარს იტყვის ორსულობის ოთხ თვემდე, მაშინ იზრდება შანსი, რომ ახალშობილი ნორმალური წონით დაიბადოსთამბაქოს მოხმარება მაღლა წევს რისკს იმ დაავადებებისა, რომლებიც დაკავშირებულია ესტროგენების დეფიციტთან.თამბაქოს კვამლი გავლენას ახდენს ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე. იგი ზიანს აყენებს არა მარტო დედის ჯანმრთელობას, არამედ მოქმედებს ემბრიონზე და ნაყოფზე, რაც ხშირად ახალშობილის სიკვდილის მიზეზი ხდება.  

ასევე ორსულის პასიური მწეველობა ნაყოფს იმავე საფრთხეს უქმნის, როგორც ორსულის მიერ სიგარეტის მოწევა!მომავალ შვილის ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეს არა მარტო ორსული, არამედ მომავალი მამაც და ოჯახის სხვა წევრებიც!თუ არამწეველ ორსულ ქალთან სისტემატურად ეწევა თუნდაც ერთი ადამიანი - ზემოთ ჩამოთვლილი გართულებები, პროცენტული რისკის გათვალისწინებით, ისევ ძალაშია.თუ ორივე მომავალი მშობელი მწეველია - ეს უკვე კატასტროფაა და ნაყოფი განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ იმყოფება.

  


No comments:

Post a Comment