Monday, October 12, 2015

ბლოგის შემქმნელებისგან


თამბაქოს მავნებლობაზე ბევრი რამ დაწერილა, ბევრი რამ თქმულა. ბევრი ფილმი გადაღებულა, ბევრი სცენა დადგმულა...
 რაღა უნდა მოგიყვეთ მასზე ისეთი საინტერესო ან განსაკუთრებული, რაც უარს გათქმევინებთ მასზე?
მოწევა კლავს“ , „მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას“, „მოწევა სერიოზულ ზიანს გაყენებთ თქვენ და თქვენ ირგვლივ მყოფთ“- ამ ფრაზებს არაერთ საზოგადოებრივ დაწესებულებასა თუ თავად თამბაქოს ნაწარმზე შეხვდებით, თუმცა მარტო ფრაზები ვერ გვიხსნის თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენ ირგვლივ მყოფებს.
 ყველაზე მეტ ზიანს კი ვაყენებთ ჩვენს საყვარელ პლანეტას, დედამიწას...
ეს ბლოგი შევქმენით იმისთვის, რომ ყველა თქვენგანი გაეცნოს ინფორმაციას თამბაქოს შესახებ, დაფიქრდეს მის მავნე ზემოქმედებაზე და მოუწოდოს სხვას ამავე საქციელისკენ.
ამ ბლოგით ვეცდებით დავეხმაროთ მწეველებს უარი თქვან ამ სასიკვდილო იარაღზე, რომელიც არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით ცდილობს გაგვხვიოს თავისი მომწამვლელი კვამლის ქვეშ. უარი გვათქმევინოს ჩვენს მორალურ პრინციპებზე, გადაგვაბიჯებინოს საკუთარმე“-ზე და დაგვაკარგვინოს ჩვენთვის უძვირფასესი ადამიანები.
მოდით, ერთად დავამარცხოთ თამბაქო!


No comments:

Post a Comment