Monday, October 12, 2015

თამბაქოს მომაკვდინებელი შემადგენლობა

           
თამბაქომწვანედ შეფოთლილი მცენარე, რომელიც თბილ კლიმატურ პირობებში იზრდება. მისი გადამუშავებისას ფერმერები სხვადასხვა არომატებსა და დიდი რაოდენობით ქიმიურ ნივთიერებებს ურევენ.
თამბაქოს მწარე გემოს გადასაფარად ამატებენ ნივთიერებას, რომელიც კარგ გემოს სძენს, ამან კი სულ უფრო მეტი ადამიანი გახადა სიგარეტზე დამოკიდებული.
მრავალრიცხოვანი სამედიცინო გამოკვლევებით დადგენილია, თუ რა მავნე ზემოქმედებას ახდენს თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობაზეთამბაქოს ფოთლები შეიცავს 2500-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, თამბაქოს ბოლში კი მათი რაოდენობა 4000-მდე აღწევს. მეცნიერების მიერ განსაზღვრულია, რომ თამბაქოს ბოლში შედის ორმოცზე მეტი კანცეროგენი (კანცეროგენი წარმოადგენს კიბოს გამომწვევ ნივთიერებას).
გაინტერესებთ, რას შეიცავ თამბაქო? ქვემოთ წარმოდგენილია თამბაქოს შემადგენელი ძირითადი ნაწილი შხამიანი ნივთიერებები:

1.    ფისი
2.    ნახშირჟანგი
3.    ნახშირორჟანგი
4.    ციანმჟავა
5.    ეთეროვანი ზეთები
6.    აზოტის ნაერთები
7.    ცოტაოდენი დარიშხანი
8.    მეთილის(ხის) სპირტი
9.    გოგირდწყალბადი
10. ფენოლი
11. აკროლეინი
12. ამონიაკი
13. რადიაქტიური ნივთიერებები(პოლონიუმი-210, ტყვია-210, ბისმუთი-210)
14. პირიდინი
15. კარბოლის მჟავა
16. ალდეჰიდები(ფორმალდეჰიდი, აცეტალდეჰიდი, ბენზალდეჰიდი...)
17. კეტონები (აცეტონი, დიაცეტონი, დიეთილკეტონი...)
18. მჟავები(ჭიანჭველას, ძმრის, ვალერიანის, ცხიმოვანი...)
19. ალკოჰოლები და ფენოლები (ეთილენგლიკოლი, გლიცეროლი, კრეზოლი, გვაიაკოლი...)
20. ალკალოიდები(მიოსმანი, ნიკოტინი, ნორნიკოტინი, ნიკოტირინი, ანაბაზინი...)
21. ნახშირწყლები(მეთანი, აცეტილენი, პროპანი, ანტრაცენი...)
22. პირიდინი, არაორგანული ნივთიერებები(ამიაკი, ნახშირმჟავა, წყალბადის ზეჟანგი, ციანის წყალბადი...)

ყველა ეს ნივთიერება სერიოზულ  ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს, სხვა ორგანიზმებს და ჩვენს საცხოვრებელ  გარემოს!
თუ ფიქრობ, რომ მოწევას თავს ვერასდროს დაანებებ, იქნებ ამ სტატიის შემდეგ მაინც დაკარგო მოწევის სურვილი. გაუფრთხილდი შენსა და გარშემომყოფების ჯანმრთელობას!

No comments:

Post a Comment