Sunday, October 18, 2015

და ბოლოს...


როცა გავიგეთ, რომ ბლოგი თამბაქოს მავნებლობას ეხებოდა, დიდად არ დავინტერესებულვართ, რადგან  "თამბაქო", მართლაც, რომ ბევრჯერ "გათქვეფილი" თემაა.
რაღა უნდა დავწეროთო, რაც მწეველს მიახვედრებს თავის უდიდეს შეცდომას, რომელიც ცხოვრებაში ოდესმე დაუშვია?!
რა უნდა გვეთქვა ახალი თაობისთვის, რაც მას ააღებინებდა ხელს თამბაქოს მოწევაზე?!
მაგრამ, როცა ბლოგი დავასრულეთ, მივხვდით, რომ ეს უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა.
 დიდი იმედი გვაქვს, რომ მივაღწიეთ მიზანს. შევძელით შეგვეძულებინა თამბაქო თქვენთვის. შევძელით შეგვეღწია თქვენს ფილტვებში, გულში...
თუ ერთი თქვენგანი კომენტარებში დაწერს, რომ ამ ბლოგმა დაგამარცხებინათ, შეგაძლებინათ ის, რასაც ამდენ ხანს ვერ ახერხებდით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მისია შესრულებულია! ეს ნიშნავს, რომ ამდენი შრომა წყალში არ ჩაგვყრია!
ერთხელ მითხრეს, რომ გამოიგონე ისეთი წამალი, რომ თამბაქო აღარ მოუნდეს ადამიანსო. მე კი უკვე ვიცი, რომ ეს წამალი არსებობს. არსებობს იგი თქვენს გულში.მთავარია, იპოვოთ იგი...
ჩჩჩჩ! ყურში გეტყვით და არავის უთხრათ.
ეს წამალია რწმენა თქვენი თავისა და ღმერთის სიყვარული. თუ ამ წამალს გამოიყენებთ, თქვენ განთავისუფლდებით კლანჭებისგან ერთი ჩვეულებრივი მცენარისა, რომელსაც საკუთარ სამშობლოში დაბრუნება უნდა.


No comments:

Post a Comment