Sunday, October 18, 2015

ინტერვიუ თამბაქოსთან(ანუ თამბაქოს მონებისათვის)


-გამარჯობა, ინტერვიუ შეიძლება?
-დიახ, მაგრამ რაში გჭირდებათ ჩემგან ინტერვიუ?! მე ხომ არაფერი მაქვს განსაკუთრებული.
-თუ ადამიანები ვერ ახერხებენ შენგან თავის დაღწევას, მაშინ რაღაც გქონია, რითაც მათ იზიდავ. გვიამბე შენზე...
-მე ერთი ჩვეულებრივი მცენარე ვარ.ჩემი სამშობლო ამერიკაა. ახლა უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხში ვცხოვრობ. არ ვიცი, რატომ ვარ აქ და რა უნდათ ადამიანებს ჩემგან.სხვა ჩემნაირებისგან გამიგია, რომ ეს არსებები ჩვენგან სასიკვდილო იარაღს ამზადებენ, რომლის ჩასუნთქვა ცხოველს წამებში კლავს, ადამიანს კი თანდათანობით უღებს ბოლოს.
-ე. ი. ყველაფერი შენი ბრალი ყოფილა...
-მე არაფერში მიმიძღვის ბრალი. ადამიანმა ჩემში მხოლოდ ცუდი თვისება დაინახა, სხვა საშინელ ნივთიერებებთან ერთად სასიკვდილო ელექსირი დაამზადა... თავიდან მე სასარგებლო საქმეს ვაკეთებდი. თავის ტკივილის წამალი ვიყავი ადამიანისთვის, ახლა კი...
-და ბოლოს, რას ეტყვი ადამიანებს, რომელთაც შენ გარეშე არ შეუძლიათ?
-ნუ შემიყვარებთ,ნუ გახდებით ჩემზე დამოკიდებული. კარგი რა, ჩემი, ერთი გამხმარი მცენარის გამო უნდა დაიავადმყოფოთ თავი? ჩემ გამო უნდა დაღუპოთ შვილები? ჩემ გამო უნდა დახარჯოთ ფული? ჩემ გამო უნდა დაკარგოთ მეგობრები, ნათესავები, ახლობლები? ჩემ გამო უნდა თქვათ უარი საკუთარ ნებისყოფასა და სინდისზე? ჩემ გამო უნდა მიატოვოთ ღმერთი?
მე ერთ-ერთი ვარ იმ არსებათაგან, რომელიც ღმერთმა დედამიწაზე გააჩინა. ნუ მაქცევთ ეშმაკის შთაგონების წყაროდ!
დაფიქრდით, სანამ გადადგამთ ნაბიჯს!

No comments:

Post a Comment