Wednesday, October 14, 2015

თამბაქო-ეშმაკის საკმეველი


თამბაქო - ეს  არის მკვლელობაც (გარშემომყოფთათვის ჰაერის მოწამვლა), უბედურ შემთხვევათა (ხანძრები და ..) მიზეზი და თვითმკვლელობაც. სიგარეტი ვნებს არა მარტო მწეველის ჯანმრთელობას.
ნიშანდობლივია თამბაქოს წევის ისტორია. იგი გვიჩვენებს, რომ ვერავითარმა წამებამ და სიკვდილით დასჯის შიშმაც კი ვერ აიძულა ადამიანები, უარი ეთქვათ ამ საშინელ, მართლაც რომ, დამღუპველ ჩვეულებაზე. ამასთან ეს ისტორია იმდენად ხანმოკლეა და ისე ცოცხლადაა შემონახული ცობრიობის მეხსიერებაში, რომ ადვილად შეიძლება აღვადგინოთ მისი ყველა წვრილმანი. მაგრამ, მეორე მხრივ, სწორედ ამ გარემოების გამო იგი უკიდურესად მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან მთელი სიცხადით წარმოაჩენს დემონთა იმ მზაკვრობას, რომლითაც ისინი ადამიანებს ამ შხამით გატაცებისაკენ სრულიად აშკარად და დაუფარავად აქეზებენ, თუმცა სხვა შემთხვევებში ისინი ჩვეულებრივ ფარულად, შენიღბულად მოქმედებენ.მაგრამ საზოგადოებაში ყოველთვის იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ როგორმე შეესუსტებინათ ეს საყოველთაოდ გავრცელებული ბოროტება და გამოეაშკარავებინათ მთელი ის ზიანი, რომელიც ამ ჩვევას მოაქვს. ისინი ქმნიან საზოგადოებებს, გამოსცემენ ჟურნალებს, ბეჭდავენ ბროშურებს, აწყობენ კონკურსებს და აწესებენ პრემიებს თამბაქოს წევის მავნებლობის შესახებ საუკეთესო ნაშრომებისათვის.

   კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც თამბაქოს მოწევა ცოდვაა, არის ის, რომ იწვევს ადამიანის ილუზიის ტყვეობაში ყოფნას, თუნდ ამას თავად მწეველი ვერ ხვდებოდეს. მამათა სწავლებით, ადამიანს მუდამ უნდა ახსოვდეს უფალი, სიკვდილი, ახსოვდეს, რისთვის ცხოვრობს, მაქსიმალურად ყურადღებიანი იყოს, რათა თავი აარიდოს ათასგვარ საცდურს. ეშმაკის მთავარი იარაღი ჩვენში ამ შეგრძნებათა დაკნინება, დაჩლუნგებაა. თამბაქო კი ერთ-ერთი საშუალებათაგანია, რომელსაც ძალუძს, ადამიანი რეალობას მოსწყვიტოს, დაუკარგოს საღი აზროვნების უნარი, დაავიწყოს, რომ ბრძოლაშია, რომ უფალი უყურებს და მოვა დრო მის წინაშე წარდგომისა. თამბაქო ადამიანს აკარგვინებს ნებისყოფას, უმონებს ბალახს, ხელს უწყობს მრავალგვარი ვნების წარმოშობას. ბუნებრივია, ამის შემდეგ ჩნდება კითხვა - ნუთუ იმდენად სასიამოვნოა მოწევა, რომ მილიონობით ადამიანს ბალახი უფალზე მეტად შეჰყვარებია? რით იზიდავს ასე? პასუხი მარტივია - არაფრით. ეს არის წუთიერი სიამოვნება, რომელიც სიზმარივით გაქრება, ეს არის წუთიერი ტკბობა, რომელიც არაფერია მარადიულობასთან, უფალთან სიახლოვესთან, ქრისტეში მყოფობასთან შედარებით...
თამბაქოს ,,სატანის საკმეველსაც" უწოდებენ, რადგანაც ის არის ანტიპოდი, დამახინჯებული სახე კეთილსურნელოვანი საკმევლისა, რომელსაც ლოცვის დროს უფალს უკმევენ მორწმუნენიევედრეთ ღმერთს, მოგცეთ ძალა ამ ვნებისაგან გასათავისუფლებლად. მცირედით დაიწყეთ. ხანდახან მაინც უთხარით თავს უარი და ძალიან რომ მოგინდებათ მოწევა, არ მოსწიოთ. მუდამ გახსოვდეთ, ყოველი თქვენ მიერ მოწეული სიგარეტი უფლისთვის ზურგის შექცევა, მასზე უარის თქმაა. თქვენ ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე აკეთებთ არჩევანს ცოდვასა და მადლს, სიკეთესა და ბოროტებას, უფალსა და ბალახს შორის. თავად განსაჯეთ, ღმერთია თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი თუ სიგარეტი და ისე იქმოდეთ.
იმისთვის, რათა დაგეხმაროთ სიგარეტისთვის თავის დანებებაში შეგიძლიათ წაიკითხოთ ქვემოთ მოცემული ლოცვა თამბაქოს მოწევისაგან თა,ვის დასაღწევად:ღისრსნო  მამანო- ნიკოდიმოს, ამბროსი და სილოვანე, რომელთა გაქუს კადნიერებაი წინაშე უფლისა, ევედრენით დიდთა ნიჭთა მომცემელსა მეუფესა, რაითა მსწრაფლ მისცეს შეწევნაი მონასა ღმრთისასა (სახელი) ბრძოლასა მას შინა, რომელი აქუს მას ნებისა მიმართ უწმინდურისა. უფალო, ლოცვითა სათნო-მყოფელთა შენთაითა -ნიკოდიმოს, ამბროსი და სილოვანისითა განწმინდე ბაგენი მონისა შენისა (სახელი) უბიწო-ყავ გული მისი და განაძღე იგი სულნელებითა სულისა შენისა წმინდისაითა, რაითა შორს ივლტოდეს მისგან ბოროტი ვნებაი გლარჯის ხმევისაი (თამბაქოს წევისა), მუნ, სადაით მოსრულ არს, წიაღსა მას შინა ჯოჯოხეთისათა.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ამინ! 



No comments:

Post a Comment