Sunday, October 11, 2015

მწეველები და გარემო


თამბაქოს წევა მავნეა არა მარტო მწეველისათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც მწეველებთან ერთად შენობაში იმყოფება და თამბაქოს კვამლით მოწამლული ჰაერით სუნთქავს. ყოველწლიურად ასობით არამწეველი იღუპება თამბაქოს მოწამლული ჰაერის მათ ორგანიზმში მოხვედრის გამო. მათი უმრავლესობაა ბავშვები და მოზარდები. მწეველები დიდ ზიანს აყენებენ თავიანთი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და თანამშრომლებს.

     ადამიანს, რომელიც სუნთქავს თამბაქოს ბოლით დაბინძურებულ ჰაერს, – პასიური მწეველი ეწოდება. პასიური მოწევა საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას. გამოთვლილია, რომ წელიწადში თითქმის 50 000 არამწეველი იღუპება პასიური წევისაგან გამოწვეული შედეგების გამო. არამწეველთა შორის პასიური მოწევა ყველაზე ძალიან მოქმედებს ბავშვებზე, მოზარდებზე და იმ პირებზე, რომელთაც აქვთ ასთმა, ემფიზემა, გულის დაავადებები თუ სხვა სერიოზული დაავადებები.პასიური მწეველი სუნთქავს ორი ტიპის ბოლს: პირდაპირი და გვერდითი გამონაბოლქვი.პირდაპირი არის ის გამონაბოლქვი, რომელსაც უშვებს ანთებული სიგარეტი; ხოლო გვერდითი, – რომელსაც ამოისუნთქავს მწეველი სიგარეტის მოწევის დროს.გვერდითი ბოლი შეიცავს ორჯერ მეტ ნიკოტინს და ხუთჯერ მეტ კარბონმონოქსიდს, ვიდრე პირდაპირი ბოლი. აგრეთვე მის შემადგენლობაში უფრო მეტია სხვა მომწამლავი ნივთიერებებიც.

    მწეველი მშობლების შვილები ფაქტობრივად არიან პასიური მწეველები. ასეთ ბავშვებში აღინიშნება ინფექციური დაავადებებისადმი ნაკლები წინააღმდეგობის უნარი, ისინი ხშირად ავადმყოფობენ, აცდენენ სკოლას და უფრო დიდხანს არიან საავადმყოფოებში, ვიდრე არამწეველთა შვილები.ამერიკის შეერთებული შტატების 30-ზე მეტ შტატში აკრძალულია სიგარეტის მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ქუჩაში და სხვადასხვა ადგილებში უყურადღებოდ გადაგდებულ სიგარეტის ნარჩენებით ინტერესდებიან პატარები, რაც სახიფათოა მათი ჯანმრთელობისათვის.

     გარდა ამისა, თამბაქოს ,,ნამწვავები’’ ხელს უწყობს ძალიან ხშირად ხანძრის გაჩენას და მრავალი ხე-ტყის განადგურებას. სიგარეტის ნარჩენებითაა გამოწვეული ხანძრები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ბენზინგასამართ სადგურებზე, სახლებსა და სკოლებში.
     ვიმედოვნებთ,რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, მწეველთა დიდი ნაწილი ბევრად უფრო ფრთხილად მოეკიდება ამ საკითხს, რითაც თავიდან ავიცილებთ მრავალ უბედურ შემთხვევას და ნაკლებ პრობლემას შევიქმნით ყოველდღიურ ცხოვრებაში.


    















No comments:

Post a Comment