თამბაქოს წევა მავნეა არა მარტო მწეველისათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც მწეველებთან ერთად შენობაში იმყოფება და თამბაქოს კვამლით მოწამლული ჰაერით სუნთქავს. ყოველწლიურად ასობით არამწეველი
იღუპება თამბაქოს მოწამლული ჰაერის მათ ორგანიზმში მოხვედრის გამო. მათი უმრავლესობაა ბავშვები და მოზარდები. მწეველები დიდ ზიანს აყენებენ თავიანთი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და თანამშრომლებს.

მწეველი მშობლების შვილები ფაქტობრივად არიან პასიური მწეველები. ასეთ ბავშვებში აღინიშნება ინფექციური დაავადებებისადმი ნაკლები წინააღმდეგობის უნარი, ისინი ხშირად ავადმყოფობენ, აცდენენ სკოლას და უფრო დიდხანს არიან საავადმყოფოებში, ვიდრე არამწეველთა შვილები.ამერიკის შეერთებული შტატების 30-ზე მეტ შტატში აკრძალულია სიგარეტის მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ქუჩაში და სხვადასხვა ადგილებში უყურადღებოდ გადაგდებულ სიგარეტის ნარჩენებით ინტერესდებიან პატარები, რაც სახიფათოა მათი ჯანმრთელობისათვის.
გარდა ამისა, თამბაქოს
,,ნამწვავები’’ ხელს უწყობს ძალიან ხშირად ხანძრის გაჩენას და მრავალი ხე-ტყის განადგურებას. სიგარეტის ნარჩენებითაა გამოწვეული ხანძრები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში,
ბენზინგასამართ სადგურებზე, სახლებსა და სკოლებში.
ვიმედოვნებთ,რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, მწეველთა დიდი ნაწილი ბევრად უფრო ფრთხილად მოეკიდება ამ საკითხს, რითაც თავიდან ავიცილებთ მრავალ უბედურ შემთხვევას
და ნაკლებ პრობლემას შევიქმნით ყოველდღიურ
ცხოვრებაში.
No comments:
Post a Comment