
თუ თქვენ სცადეთ დაანებოთ თავი სიგარეტის მოწევას და არაფერი გამოგივიდათ, არ შეშინდეთ, სცადეთ კიდევ ერთხელ, რადგან ბოლოს და ბოლოს აუცილებლად მიაღწევთ მიზანს.
1.დანიშნეთ ამისათვის ზუსტი დღე. უმჯობესია, რომ ეს დღე იყოს უახლოეს მომავალში;
2. სანამ მოწევას თავს დაანებებთ,
აღნიშნეთ, რა სიხშირით ეწევით და უფრო ხშირად რა საქმიანობის დროს;
3. ჩამოთვალეთ
მიზეზები, თუ რატომ გინდათ დაანებოთ თავი სიგარეტს;
4. უთხარით ყველას, რომ სიგარეტის მოწევას თავს ანებებთ, არ დამალოთ, სთხოვეთ თქვენი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ყოველნაირად ხელი შეგიწყონ, დაგეხმარონ;
5. სიგარეტის მოწევას დაანებეთ თავი ზუსტად თქვენ მიერ დანიშნულ დღეს. აღარ შეინახოთ სიგარეტი სახლში და ეცადეთ უარი თქვათ სხვის მიერ შემოთავაზებულ ერთ ღერზეც კი;
6. მოახდინეთ თქვენი ყურადღებისა და ძალების მობილიზაცია, რომ მიმდინარე დღეს არ მოსწიოთ სიგარეტი, ნუ ინერვიულებთ ხვალინდელ დღეზე ან მომავალ კვირაზე;
7. შეეცადეთ მომავალ დღეებში აიცილოთ თავიდან ის საქმიანობა, რომელიც სიგარეტის მოწევასთან
იყო დაკავშირებული ან სიგარეტს გაგონებთ;

9. დააჯილდოვეთ თქვენი თავი: იმ ფულით, რაც დაზოგეთ სიგარეტის თავის დანებების გამო, იყიდეთ თქვენთვის რაიმე სასიამოვნო
ან დააგროვეთ ფული სასურველი მოგზაურობისათვის;

თამბაქოს წევა არის პირდაპირი გზა დაავადებისაკენ, სიცოცხლის შემოკლებისაკენ. თამბაქოს წევის მავნე ჩვევის მინებება ყოველთვის შეიძლება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ სურვილი და ნებისყოფა.
გისურვებთ წარმატებებს!
No comments:
Post a Comment