თამბაქო - ეს არის მკვლელობაც (გარშემომყოფთათვის ჰაერის მოწამვლა), უბედურ შემთხვევათა (ხანძრები და ა.შ.) მიზეზი და თვითმკვლელობაც. სიგარეტი ვნებს არა მარტო მწეველის ჯანმრთელობას.
ნიშანდობლივია თამბაქოს წევის ისტორია. იგი გვიჩვენებს, რომ ვერავითარმა წამებამ და სიკვდილით დასჯის შიშმაც კი ვერ აიძულა ადამიანები, უარი ეთქვათ ამ საშინელ, მართლაც რომ, დამღუპველ ჩვეულებაზე. ამასთან ეს ისტორია იმდენად ხანმოკლეა და ისე ცოცხლადაა შემონახული კაცობრიობის მეხსიერებაში, რომ ადვილად შეიძლება აღვადგინოთ მისი ყველა წვრილმანი. მაგრამ, მეორე მხრივ, სწორედ ამ გარემოების გამო იგი უკიდურესად მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან მთელი სიცხადით წარმოაჩენს დემონთა იმ მზაკვრობას, რომლითაც ისინი ადამიანებს ამ შხამით გატაცებისაკენ სრულიად აშკარად და დაუფარავად აქეზებენ, თუმცა სხვა შემთხვევებში ისინი ჩვეულებრივ ფარულად, შენიღბულად მოქმედებენ.მაგრამ საზოგადოებაში ყოველთვის იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ როგორმე შეესუსტებინათ ეს საყოველთაოდ გავრცელებული ბოროტება და გამოეაშკარავებინათ მთელი ის ზიანი, რომელიც ამ ჩვევას მოაქვს. ისინი ქმნიან საზოგადოებებს, გამოსცემენ ჟურნალებს, ბეჭდავენ ბროშურებს, აწყობენ კონკურსებს და აწესებენ პრემიებს თამბაქოს წევის მავნებლობის შესახებ საუკეთესო ნაშრომებისათვის.


იმისთვის, რათა დაგეხმაროთ სიგარეტისთვის თავის დანებებაში
შეგიძლიათ წაიკითხოთ ქვემოთ მოცემული ლოცვა თამბაქოს მოწევისაგან თა,ვის დასაღწევად:ღისრსნო მამანო- ნიკოდიმოს, ამბროსი და სილოვანე, რომელთა გაქუს კადნიერებაი წინაშე უფლისა, ევედრენით დიდთა ნიჭთა მომცემელსა მეუფესა, რაითა მსწრაფლ მისცეს შეწევნაი მონასა ღმრთისასა (სახელი) ბრძოლასა მას შინა, რომელი აქუს მას ნებისა მიმართ უწმინდურისა. უფალო, ლოცვითა სათნო-მყოფელთა შენთაითა -ნიკოდიმოს, ამბროსი და სილოვანისითა განწმინდე ბაგენი მონისა შენისა (სახელი) უბიწო-ყავ გული მისი და განაძღე იგი სულნელებითა სულისა შენისა წმინდისაითა, რაითა შორს ივლტოდეს მისგან ბოროტი ვნებაი გლარჯის ხმევისაი (თამბაქოს წევისა), მუნ, სადაით მოსრულ არს, წიაღსა მას შინა ჯოჯოხეთისათა.
ღმერთმა დაგლოცოთ და
გაგაძლიეროთ, ამინ!
No comments:
Post a Comment