მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტის მოწევა საზღვარგარეთის
მოსახლეობის უდიდესმა პროცენტმა მიატოვა,საქართველოში იგივე ტენდენცია, სამწუხაროდ, არ
შეინიშნება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ, ვინაიდან არამწეველები უმცირესობაში არიან,
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), უწევთ პასიური
მწეველის ამპლუაში ყოფნა, რაც ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საზიანოა.თამბაქოს და მისი
ნაწარმის მოხმარება დამოკიდებულების ძალიან ფართოდ გავრცელებული ფორმაა.

თამბაქოს კვამლის ზემოქმედება ემბრიონზე ან ნაყოფზე შეიძლება გამოუსწორებელი შედეგებით დასრულდეს. ორსული და თამბაქო სრულიად შეუთავსებელია ერთმანეთთან - ეს ცნობილია არა მარტო ჩვენთვის, არამედ - თითოეული ორსულისთვის, თუმცა შეიძლება არ იცით, რომ ორსულობის პერიოდში თამბაქოს მოხმარების შედეგად იზრდება შემდეგი გართულებების რისკი, რომელიც მოცემულია დიაგრამით.
რატომაა საშიში სიგარეტის მოწევა ორსულობის დროს?

სიგარეტის კვამლი შეიცავს 4 000- ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, როგორებიცაა: ციანიდი, ტყვია და ყველაზე საშიში -ნიკოტინი და მხუთავი აირი. სწორედ ეს ნივთიერებები იწევს ნაყოფის ყველა ანომალიას. ნიკოტინი და მხუთავი აირი ამცირებს ნაყოფთან ჯანგბადის მიწოდებას, რაც იწვევს ნაადრევ მშობიარობას, ჩვილის პატარა წონას ან სულაც მკვდარშობადობას. ნიკოტინი ავიწროვებს სისხლძარღვებს, მათ შორის- ჭიპლარის სისხლძარღვებსაც, რაც ბავშვთან ჟანგბადის მიწოდებას აფერხებს. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი ლერწმისოდენა ჩხირიდან ძლივს სუნთქავს. წითელი სისხლის უჯრედებს მწეველი დედის ორგანიზმში არა მარტო ჟანგბადის მოლეკულები , არამედ მხუთავი აირისაც გადააქვს. ანუ ბავშვს ამ შევიწროვებული მილიდან საჭიროზე ნაკლები
ჟანგბადი მიეწოდება, რომელსაც მომწამვლელი მხუთავი აირი ახლავს.თამბაქოს კვამლის ტოქსიური კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტის ბარიერს. ფერხდება ნაყოფის განვითარებისთვის აუცილებელი ჟანგბადის მიწოდება, რაც აბრკოლებს მის ნორმალურ განვითარებას. ამიტომაა, რომ თამბაქოს მომხმარებელ დედას 200-250გ-ით ნაკლები წონის ახალშობილი ებადება. რაც უფრო მეტ თამბაქოს მოიხმარს ორსული ქალი, მით უფრო მცირე მასისაა ახალშობილი. თუ ქალი თამბაქოს მოხმარებაზე უარს იტყვის ორსულობის ოთხ თვემდე, მაშინ იზრდება შანსი, რომ ახალშობილი ნორმალური წონით დაიბადოს. თამბაქოს მოხმარება მაღლა წევს რისკს იმ დაავადებებისა, რომლებიც დაკავშირებულია ესტროგენების დეფიციტთან.თამბაქოს კვამლი გავლენას ახდენს ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე. იგი ზიანს აყენებს არა მარტო დედის ჯანმრთელობას, არამედ მოქმედებს ემბრიონზე და ნაყოფზე, რაც ხშირად ახალშობილის სიკვდილის მიზეზი ხდება.

No comments:
Post a Comment