Sunday, October 18, 2015

რა წყაროები გამოვიყენეთ?

იმისთვის, რომ ჩვენი ბლოგი სრულყოფილი ყოფილიყო, გარდა მრავალ ადგილას ჩატარებული გამოკითხვებისა, ინტერვიუს ჩაწერისა და პრეზენტაციების მოწყობისა, წავიკითხეთ წიგნები, ვესტუმრეთ ვებ-გვერდებს და ყველაფერს გავეცანით თამბაქოს შესახებ, როგორც ქართულ, ასევე უცხო ენაზეც. აქ კი გაეცნობით ჩვენ მიერ გამოყენებული ლიტერატურის სიას:
1.ქართული საბჭოთა ენციკლოპდია,ტომი IV.
2.спасибо не курю!-компас(москва.,,молодая гвардия’’(с.р.31-38)
3.Мириам стоппард-..бросим курить’’(с.р.62-65)
4.Ласарейшвили М., Д., Чиков А. В., Агротехника вчсоких урожаев табака, Сух., 1960;
. Бучинский А. Ф., Володарский Н. И., Асмаев П. Г., Табаководство, 2 изд., М., 1959;
ჯაფარიძე ., ქსე, . 4, გვ. 582, თბ., 1979
5.თამბაქოს წევის მავნეობა ბავშვებისათვის, .. ოსტროვსკი, სახელმწიფო გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1961
6.თამბაქოს წევა ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარებას, . მაისურაძე, ამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1988
7. რა ზიანი მოაქვს თამბაქოს წევას, . ალადაშვილი, . კანდელაკი, ამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1980
8. თამბაქოს წევის მავნებლობა, . . ღვინჯილია, საქმედგამი, თბილისი, 1957
9. გაკაჟება და აქტიური დასვენება, . მხეიძე, . გონაძე,გამომცემლობა "განათლება",თბილისი,1987
10. Курение и здоровье, под редакцией Д.Г.Заридзе, Р. Пето, МОСКВА, МЕДИЦИНА, 1989
გამოვიყენეთ ვებ-გვერდები;
youtube.com   myvideo.ge      ka.wikipedia.org     kids.ge      ambioni.ge      intermedia.ge presa.ge ucnauri.com     janmrtelobainfo.ge      icode.ge     


და ბოლოს...


როცა გავიგეთ, რომ ბლოგი თამბაქოს მავნებლობას ეხებოდა, დიდად არ დავინტერესებულვართ, რადგან  "თამბაქო", მართლაც, რომ ბევრჯერ "გათქვეფილი" თემაა.
რაღა უნდა დავწეროთო, რაც მწეველს მიახვედრებს თავის უდიდეს შეცდომას, რომელიც ცხოვრებაში ოდესმე დაუშვია?!
რა უნდა გვეთქვა ახალი თაობისთვის, რაც მას ააღებინებდა ხელს თამბაქოს მოწევაზე?!
მაგრამ, როცა ბლოგი დავასრულეთ, მივხვდით, რომ ეს უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა.
 დიდი იმედი გვაქვს, რომ მივაღწიეთ მიზანს. შევძელით შეგვეძულებინა თამბაქო თქვენთვის. შევძელით შეგვეღწია თქვენს ფილტვებში, გულში...
თუ ერთი თქვენგანი კომენტარებში დაწერს, რომ ამ ბლოგმა დაგამარცხებინათ, შეგაძლებინათ ის, რასაც ამდენ ხანს ვერ ახერხებდით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მისია შესრულებულია! ეს ნიშნავს, რომ ამდენი შრომა წყალში არ ჩაგვყრია!
ერთხელ მითხრეს, რომ გამოიგონე ისეთი წამალი, რომ თამბაქო აღარ მოუნდეს ადამიანსო. მე კი უკვე ვიცი, რომ ეს წამალი არსებობს. არსებობს იგი თქვენს გულში.მთავარია, იპოვოთ იგი...
ჩჩჩჩ! ყურში გეტყვით და არავის უთხრათ.
ეს წამალია რწმენა თქვენი თავისა და ღმერთის სიყვარული. თუ ამ წამალს გამოიყენებთ, თქვენ განთავისუფლდებით კლანჭებისგან ერთი ჩვეულებრივი მცენარისა, რომელსაც საკუთარ სამშობლოში დაბრუნება უნდა.


თამბაქო კლავს?! (ცნობილი ადამიანებიც უძლურნი აღმოჩდნენ)

ბევრს მითად ან ლეგენდად აქვს წარმოდგენილი ის ფაქტი, რომ თამბაქოს მოწევა კლავს. "კარგით რა!.. ვის გაუგია!.. კლავს არა, ისა კიდე!.."- ასეთ ფრაზებს გაიგონებთ ხალხში, თუ მათ ეტყვით,რომ მოწევა კლავს. ან არადა გეტყვიან: ბაბუაჩემი 70 წელი ეწეოდა, მაგრამ 95 წლამდე იცოცხლა... ან კიდევ სხვა რამეს. მაგრამ ეს არაა ასე...
მოწევას შეეწირა ბევრი ადამიანი და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება. ამ სტატიაში გაიგებთ იმ ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებიც ამ საშინელ მკვლელს შეეწირნენ.


ჯორჯ ჰარისონი, 58, ბითლიზი (The Beatles), ყელის კიბო


ნატ კინგ კოული, 45, მომღერალი; ჯაზ-პიანისტი, ფილტვის კიბო

უილიამ კლარგ გეიბლი, 59, ამერიკელი კინომსახიობი და უდიდესი კინოვარსკვლავი ხმოვანი კინოს ადრეულ ეპოქაში, გულის შეტევა

მეფე ჯორჯ VI, 56, დედოფალ ელიზაბედ II- მამა, ფილტვის კიბო

უეინ მაკლარენი, 51, Marlboro- სარეკლამო სახე, ფილტვის კიბო

ჯუდი ჰოლიდეი, 43, ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი, ყელის კიბო
ეროლ ფლინი, 50, მსახიობი, გულის შეტევა
როი ორბისონი, 52, მომღერალი, გულის შეტევა
ჰამფრი ბოგარტი, 57, მსახიობი, საყლაპავი მილის კიბო
უოლტ დისნეი, 65,  ამერიკელი კინოპროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი, გამხმოვანებელი, ანიმატორი და ფილანტროპი; ფილტვის კიბო
არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, თამბაქოს მოწევა ყველას ერთნაირად უღებს ბოლოს...

არა თამბაქოს! (ბლოგის პრეზენტაცია სკოლის მოსწავლეებთან)

იმისთვის, რათა მეტს გაეგო ჩვენი ბლოგის შესახებ და უფრო მეტი დაგვხმარებოდა მოწევის, როგორც მავნე ჩვევის, რეკლამირებაში, ჩვენი ბიოლოგიის მასწავლებელ, ხათუნა მირველაშვილთან ერთად ვეწვიეთ 103-ე საჯარო სკოლის კლასებს და ბავშვებს გავაცანით ჩვენი ბლოგი. მოვუწოდეთ მათ თამბაქოს წინააღმდეგ და ვუბიძგეთ ჯანსაღი ცხოვრების წესისაკენ. აქ ნახავთ რამდენიმე ვიდეოს.
https://www.youtube.com/watch?v=v8MWNdsFJLA
მეშვიდეკლასელები ძალიან დააინტერესა ბლოგმა, სახლში მისვლისთანავე ბევრმა მათგანმა მთხოვა ბლოგის მისამართი.
https://www.youtube.com/watch?v=Pjj1al1j6UI
მეთორმეტეკლასელები იუმორით მიუდგნენ ამ საკითხს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ მაინც გამოთქვეს თავიანთი შეხედულება თამბაქოს შესახებ და ერთ-ერთმა მათგანმა თამბაქოს საწინააღმდეგო სტიკერიც კი გვთხოვა მანქანაზე მისაკრავად.
https://www.youtube.com/watch?v=ZEDWDICOySE
გარდა მეათეკლასელების დაინტერესებისა, აღნიშნული პრობლემით დაინტერესდა ფიზიკის მასწავლებელი მარინა ზუმბაძე, რომელიც გვესაუბრა თამბაქოს კვამლის დიფუზიური გავრცელების შესახებ.
https://www.youtube.com/watch?v=ZEDWDICOySE
მეხუთე კლასში ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ ამ თემით. მათ ერთხმად შესძახეს: "არა თამბაქოს!" და განაცხადეს, რომ არასდროს გაუსინჯავდნენ გემოს მას!
https://www.youtube.com/watch?v=-Vjf8sC2gqc
დღემ კარგად ჩაიარა!
არა თამბაქოს! იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით!

ინტერვიუ თამბაქოსთან(ანუ თამბაქოს მონებისათვის)


-გამარჯობა, ინტერვიუ შეიძლება?
-დიახ, მაგრამ რაში გჭირდებათ ჩემგან ინტერვიუ?! მე ხომ არაფერი მაქვს განსაკუთრებული.
-თუ ადამიანები ვერ ახერხებენ შენგან თავის დაღწევას, მაშინ რაღაც გქონია, რითაც მათ იზიდავ. გვიამბე შენზე...
-მე ერთი ჩვეულებრივი მცენარე ვარ.ჩემი სამშობლო ამერიკაა. ახლა უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხში ვცხოვრობ. არ ვიცი, რატომ ვარ აქ და რა უნდათ ადამიანებს ჩემგან.სხვა ჩემნაირებისგან გამიგია, რომ ეს არსებები ჩვენგან სასიკვდილო იარაღს ამზადებენ, რომლის ჩასუნთქვა ცხოველს წამებში კლავს, ადამიანს კი თანდათანობით უღებს ბოლოს.
-ე. ი. ყველაფერი შენი ბრალი ყოფილა...
-მე არაფერში მიმიძღვის ბრალი. ადამიანმა ჩემში მხოლოდ ცუდი თვისება დაინახა, სხვა საშინელ ნივთიერებებთან ერთად სასიკვდილო ელექსირი დაამზადა... თავიდან მე სასარგებლო საქმეს ვაკეთებდი. თავის ტკივილის წამალი ვიყავი ადამიანისთვის, ახლა კი...
-და ბოლოს, რას ეტყვი ადამიანებს, რომელთაც შენ გარეშე არ შეუძლიათ?
-ნუ შემიყვარებთ,ნუ გახდებით ჩემზე დამოკიდებული. კარგი რა, ჩემი, ერთი გამხმარი მცენარის გამო უნდა დაიავადმყოფოთ თავი? ჩემ გამო უნდა დაღუპოთ შვილები? ჩემ გამო უნდა დახარჯოთ ფული? ჩემ გამო უნდა დაკარგოთ მეგობრები, ნათესავები, ახლობლები? ჩემ გამო უნდა თქვათ უარი საკუთარ ნებისყოფასა და სინდისზე? ჩემ გამო უნდა მიატოვოთ ღმერთი?
მე ერთ-ერთი ვარ იმ არსებათაგან, რომელიც ღმერთმა დედამიწაზე გააჩინა. ნუ მაქცევთ ეშმაკის შთაგონების წყაროდ!
დაფიქრდით, სანამ გადადგამთ ნაბიჯს!

Friday, October 16, 2015

ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები (ნაწილი მეხუთე)

მე და მანანამ გამოკითხვა ჩავატარეთ ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. გამოვკითხეთ ქართველი და უცხოელი სტუდენტები და გავეცანით მათ შეხედულებებს თამბაქოს მოწევის შესახებ. სასიხარულო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ბევრმა მათგანმა თავი დაანება მოწევას, არამარტო იმიტომ, რომ ის ჯანმრთელობას ვნებს და გარემო-ფაქტორებზე ახდენს ზეგავლენას, არამედ იმიტომ, რომ მაგალითი მიეცა მომავალი თაობისათვის.
ამ ვიდეოში მეტად საინტერესო გამოკითხვას იხილავთ:
https://www.youtube.com/watch?v=q77-mq8Ktms

Thursday, October 15, 2015

ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები(ნაწილი მეოთხე)

თამბაქოს შესახებ ვესაუბრეთ მეტეხის ტაძრის წინამძღვარს, მამა აკაკი მელიქიძეს, რომელმაც დაწვრილებითი ინფორმაცია მოგვაწოდა თამბაქოს, როგორც ეშმაკის საკმევლის, მავნებლობის შესახებ, ისაუბრა დღევანდელობის პრობლემებზე და ყურადღება გაამახვილა მშობლის მაგალითზე.
ამ ვიდეოებში ყველაფერს დაწვრილებით გაიგებთ:
https://www.youtube.com/watch?v=52A8lj-KlYY
https://www.youtube.com/watch?v=7RQdY_dwcc8